თეგებით ძიება
04. 08. 2022 მსოფლიო

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

ტურინში, სავაჭრო ცენტრში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, დაკავებული სამკაციანი დაჯგუფების წევრია. მას საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეღწევასა და ქურდობას ედავებიან.

გამოძიების ცნობით, 24 ივლისს სამმა პირმა საცხოვრებელი სახლი გაქურდა. პოლიციის ცნობით, დამნაშავეები საცხოვრებლის შიგნით განთავსებულმა ვიდეო კამერამ დააფიქსირა. სამართალდამცველებმა ყველა სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება უკვე შეძლეს.

პოლიციის თქმით, დაკავებული ქართველის წინააღმდეგ მანამდე ორი ორდერი იყო გაცემული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა