თეგებით ძიება
04. 08. 2022 მსოფლიო

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ბრიტნი გრაინერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ბრიტნი გრაინერს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სპორტსმენი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და კონტრაბანდაში.

ამასთან, სასამართლომ გრაინერს ერთი მილიონი რუბლის (16 300 დოლარი) ოდენობის ჯარიმა შეუფარდა.

31 წლის ბრიტნი გრაინერმა დანაშაული აღიარა, თუმცა უარყოფს, რომ კანონი მიზანმიმართულად დაარღვია და მომხდარს შეცდომა უწოდა.

ამერიკელი სპორტსმენი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს, როდესაც მის ბარგში კანაფის ზეთი აღმოაჩინეს. რუსეთში კანაფი აკრძალულია, როგორც სამედიცინო, ისე რეკრეაციული მიზნებით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა