თეგებით ძიება
05. 08. 2022 მსოფლიო

თეთრი სახლი მოსკოვს მოუწოდებს დათანხმდეს შეთავაზებას, რომელიც კალათბურთის ვარსკვლავ ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებას ეხება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს მოუწოდა დათანხმდეს შეთავაზებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ციხეში მყოფი კალათბურთის ვარსკვლავის ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებას.

ბრიტნი გრაინერისთვის სასჯელის მისჯას გამოეხმაურა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი.

"ეს არის სერიოზული წინადადება. ჩვენ მოვუწოდებთ მოსკოვს გადახედონ აღნიშნულ წინადადებას, წესით ის რამდენიმე კვირის წინ უნდა მიეღოთ“, - აცხადებს კირბი.

შეგახსენებთ, აშშ რუსეთს სთავაზობს, გრაინერი და უილანი აშშ-ში ციხეში მყოფ იარაღით ვაჭრობაში ბრალდებულ ვიქტორ ბუტში გაცვალონ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა