თეგებით ძიება
05. 08. 2022 მსოფლიო

რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატოსგან განსხვავებით - დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით ევროპაში არსებული ვითარება გამოწვეულია ნატოს აგრესიული თავდასხმითა და ალიანსის მიახლოებით რუსეთის საზღვრებთან.

პესკოვმა, ასევე, დაადანაშაულა ნატოს ქვეყნები უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებაში.

"ნამდვილი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის ჩვენს კონტინენტზე, ევროპაში, ეს ალბათ, ის გადატრიალებაა, რომელიც უკრაინაში 2014 წელს მოხდა და რომელსაც რეჟისორობა ნატოს წევრმა ქვეყნებმა გაუწიეს, მიუხედავად გარანტიებისა, რომლებსაც იძლეოდნენ რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. აქედან ჩნდება საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის“, - განაცხადა პესკოვმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა