თეგებით ძიება
05. 08. 2022 მსოფლიო

რუსეთი მზად არის, პატიმრების გაცვლა ვაშინგტონთან არსებული დიპლომატიური არხებით განიხილოს - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის პატიმრები გაცვლოს ვაშინგტონთან.

"ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ იმ არხის ფარგლებში, რომელზეც პრეზიდენტები პუტინი და ბაიდენი შეთანხმდნენ. თუ ამერიკელები გადაწყვეტენ კიდევ ერთხელ მიმართონ სახალხო დიპლომატიას, ეს მათი საქმეა და მე ვიტყოდი, რომ ეს მათი პრობლემაა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

29 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

როგორც ბლინკენმა განაცხადა, მხარეებს შორის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი თემა რუსეთში დაკავებული ამერიკის ორი მოქალაქის დაბრუნებას ეხებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს კალათბურთის ვარსკვლავი ბრიტნი გრინერი, რომელსაც რუსეთის სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვისთვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა