თეგებით ძიება
05. 08. 2022 მსოფლიო

სოჭში პუტინსა და ერდოღანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

სოჭში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე პუტინმა მედიასთან თურქეთის გავლით ევროკავშირისთვის გაზის მოწოდების საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, Turkish Stream-ის გაზსადენი შეუფერხებლად მუშაობს და დღეს ის ევროპისთვის გაზის მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. პუტინს მიაჩნია, რომ ევროპელები ამისთვის თურქეთის მიმართ მადლიერები უნდა იყვნენ. ცნობისთვის, Turkish Stream-ი შავ ზღვაზე გამავალი გაზსადენია, რომლითაც თურქეთი და სამხრეთ ევროპა რუსულ გაზს იღებენ.

შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ასევე უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტია, რომელიც რუსეთის მიერ ბლოკირებული პორტების გავლით უნდა განხორციელდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა