თეგებით ძიება
05. 08. 2022 მსოფლიო

პუტინის და ერდოღანის შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა - რაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტები?

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა 4 საათი გაგრძელდა. როგორც ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ფინანსებისა და სამშენებლო ინდუსტრიებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

ერთობლივ განცხადებაში რუსეთისა და თურქეთის პირველმა პირებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ „სტამბულის შეთანხმების სრული განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის რუსული მარცვლეულის, სასუქისა და მათი წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის შეუფერხებელ ექსპორტს“.

გარდა ამისა, მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორი ლიდერი რუსული გაზის საფასურის ნაწილის რუბლებში გადახდაზე შეთანხმდა. ორივე მხარემ ასევე "დაადასტურეს სიმტკიცე, კოორდინირებულად და სოლიდარულად იმოქმედონ სირიაში ყველა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა