თეგებით ძიება
06. 08. 2022 მსოფლიო

რუსეთის აგრესიას უკრაინაში 361 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსულ სამხედრო აგრესიას 361 ბავშვი ემსხვერპლა, 702-ზე მეტი კი დაშავდა - ინფორმაციას უკრაინის გენპროკურატრა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 371, ხარკოვის ოლქში - 197, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 61, ნიკოლაევის ოლქში - 58, ხერსონის ოლქში - 55, ზაპოროჟიეს ოლქში - 40.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 211 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 230 სრულად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა