თეგებით ძიება

მკლე­ლე­ბი რომ არ გვიყ­ვარს ქსე­ნო­ფო­ბე­ბი ვართ?! რაც გინ­დათ ის და­მი­ძა­ხეთ... - გიორგი უშიკიშვილი

მომ­ღე­რალ­მა, გი­ორ­გი უში­კიშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი სას­ტუმ­როს მა­გა­ლით­ზე რუსეთიდან ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის აგ­რე­სი­ა­ზე ისაუბრა და აღ­ნიშ­ნა, რომ საქართველოში მათ ჩა­მოს­ვლას არ მი­ე­სალ­მე­ბა.

"ორი თვეა, რაც სას­ტუმ­რო გავ­ხსე­ნი და ჩემ­თან ჯერ არ და­დი­ან რუსი ტუ­რის­ტე­ბი, მაგ­რამ გვქონ­და ერთი შემ­თხვე­ვა. ერთ-ერ­თმა რუ­სე­თის მო­ქაქ­ლემ გა­აპ­რო­ტეს­ტა ჩვე­ნი სას­მე­ლი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის ფე­რებ­შია და ჰქვია "სლა­ვა უკ­რა­ი­ნა". გვი­თხრა, რომ რა­ტომ წე­რია ეს და რა­ტომ არ არის "სლა­ვა რა­სია". რა თქმა უნდა პა­სუ­ხი მი­ი­ღო. ამით იმის თქმა მინ­და, რომ ისი­ნი საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან ჩვენ სო­ლი­და­რო­ბის მი­მართ, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნი­სად­მი გა­მოვ­ხა­ტავთ.

ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისეთ რა­მე­ებს ით­მენს, რა­საც რო­გორც წესი, არ ით­მენ­და. მა­გა­ლი­თად, ოკუ­პან­ტე­ბის სიმ­ბო­ლო Z გა­მო­ჩე­ნას ქა­ლაქ­ში, მა­გა­ლი­თად, იმას, რომ მიმ­ტა­ნე­ბი რუ­სუ­ლად სა­უბ­რო­ბენ და ქარ­თუ­ლად არ გე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან... ღლი­ცინ­ში გა­და­ვი­და ეს ყვე­ლა­ფე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მე­ში­ნია, რომ ამ ღლი­ცინ-ღლი­ცინ­ში ქვე­ყა­ნა არ დავ­კარ­გოთ.

ჩემი სას­ტუმ­რო­დან ერთ კი­ლო­მეტრში გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე ცხოვ­რობ­და! რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რუსი ტუ­რის­ტე­ბი მი­ვი­ღო და რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი ჩა­ვურ­თო.

ოკუ­პან­ტებ­მა შვი­ლე­ბი, ცო­ლე­ბი, მა­მე­ბი დაგ­ვი­ხო­ცეს და რო­გორ უნდა მიყ­ვარ­დეს? კი ბა­ტო­ნო და­მი­ძა­ხეთ ქსე­ნო­ფო­ბი.

მკლე­ლე­ბი რომ არ გვიყ­ვარს ქსე­ნო­ფო­ბე­ბი ვართ?! რაც გინ­დათ ის და­მი­ძა­ხეთ, კი ბა­ტო­ნო ვარ გო­ი­მი” – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი უში­კიშ­ვილ­მა „ტვ პირველთან“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა