თეგებით ძიება
08. 08. 2022 მსოფლიო

ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა ვერ მიაღწია იმას, რაც ერდოღანმა პუტინთან მიმართებით შეძლო - უკრაინაში თურქეთის ელჩი

უკრაინის ელჩმა თურქეთში, ვასილ ბოდნარმა განაცხადა, რომ ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა ვერ მიაღწია იმას, რაც ერდოღანმა პუტინთან მიმართებით შეძლო - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

"შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ერდოღანი ახდენს გავლენას პუტინზე და აქვს ბერკეტები, რომ სტიმულირება მოახდინოს მასზე გარკვეული შეთანხმებების შესასრულებლად“, - აცხადებს დიპლომატი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა ვერ მიაღწია იმას, რაც ერდოღანმა პუტინთან მიმართებით შეძლო. საუბარია მარცვლეულის გატანის შესახებ შეთანხმებაზე.

"ამიტომ ეს შუამავლობა, ხელშეწყობა და მოლაპარაკებები კონკრეტულ მიმართულებებზე თურქული დიპლომატიის დამსახურებაა“, - თქვა ბოდნარმა.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ თურქეთი უპირველეს ყოვლისა იცავს თავის ინტერესებს და „ახორციელებს მათ ისე, როგორც შეუძლია“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა