თეგებით ძიება
08. 08. 2022 მსოფლიო

თუ სომხეთი სწორად წაიკითხავს პროცესებს და უპასუხებს აზერბაიჯანისა და თურქეთის მოწოდებებს, რეგიონი მალე დაიბრუნებს სტაბილურობას - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სომხეთი სწორად თუ უპასუხებს აზერბაიჯანისა და თურქეთის მოწოდებებს, რეგიონი მალე დაიბრუნებს სტაბილურობას.

"ჩვენ ვცდილობთ, არ გავუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შესაძლებლობა. დღემდე აზერბაიჯანთან ერთად ბევრი ნაბიჯი გადავდგით. რადიკალური სომხური წრეების დივერსიის მიუხედავად, ჩვენ მნიშვნელოვანი მანძილი გავიარეთ კავკასიაში მუდმივი მშვიდობის გზაზე. სომხეთთან ჩვენ მიერ ინიცირებული შეხვედრები სპეციალური წარმომადგენლების დონეზე გრძელდება. როდესაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მსხვერპლშეწირვის დღესასწაულზე დარეკა, ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული მოლაპარაკებები.

მე მჯერა, რომ თუ სომხეთი სწორად წაიკითხავს პროცესებს და უპასუხებს აზერბაიჯანისა და თურქეთის გულწრფელ მოწოდებებს, ჩვენი რეგიონი უმოკლეს დროში დაიბრუნებს სტაბილურობას“, - განაცხადა ერდოღანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა