თეგებით ძიება
08. 08. 2022 მსოფლიო

რა შემთხვევაში განახლდება რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი? - რას აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი?

რუსულ მხარესთან მოლაპარაკება მხოლოდ რუსეთის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტაქტიკური მარცხის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, დღეს რუსეთთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. რუსეთი აუცილებლად იტყვის უარს ან შეეცდება მოატყუოს მომლაპარაკებელი მხარეები.

ის სრულად იყენებს ექსპანსიურ შესაძლებლობებს და უკრაინისთვის მიუღებელი სტატუს-კვოს წინ წაწევა სურს. აქედან გამომდინარე, უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი ტაქტიკური მარცხი“, - განაცხადა პოდოლიაკმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა