თეგებით ძიება
08. 08. 2022 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის აგენტები დააკავეს

უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლები დააკავეს, რომლებიც, თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვისა და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის მკვლელობას გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დააკავეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის თანამშრომლები.

როგორც უკრაინის დაზვერვის სამსახური აცხადებს, რუსი "კურატორები" თითოეულის მკვლელობისთვის შემსრულებლებს 100-დან 150 ათას დოლარამდე თანხას ჰპირდებოდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა