თეგებით ძიება
08. 08. 2022 მსოფლიო

აშშ უკრაინას 4,5 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას გაუწევს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მთავრობას დამატებით 4,5 მილიარდ დოლარს გადასცემს.

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ინფორმაციით, პირველი ტრანში 3 მილიარდი დოლარი აგვისტოში იქნება.

თანხები გამიზნულია უკრაინის მთავრობის ძირითადი ფუნქციების შესანარჩუნებლად, მათ შორის მოსახლეობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მილიონობით იძულებით გადაადგილებული ადამიანის სოციალური და ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად.

აშშ-ის დახმარება კი 2022 წლის თებერვლიდან დღემდე 8,5 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა