თეგებით ძიება
09. 08. 2022 მსოფლიო

საბერძნეთში ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს - მისი მდგომარეობა მძიმეა

საბერძნეთის ქალაქ კომოტინში, 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ბერძნული მედიაზე დაყრდნობით "მთავარი არხი" ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაშავებულს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან და ამჟამად ქალაქის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმების თქმით, რამდენიმე ტყვია მას გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, რის გამოც მისი ჯანმრთელობის სტატუსის შეფასება რთულია და შესაძლოა, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დამნაშავეების დასაკავებლად ძებნა დაიწყო.

მომხდარზე სხვა დეტალები არ ვრცელდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა