თეგებით ძიება
09. 08. 2022 მსოფლიო

2008 წლის აგვისტოს ომი ჯერ არ ჩაჰბარებია წარსულს, მაშინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ავკასიის ამ ნაწილში რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხე ისევ არსებობს.

"ამ დღეებში ხალხი იხსენებს 2008 წლის რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ. ბევრს საუბრობენ ამ ომის წინაპირობებზე, მის შედეგებზე. იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდა რუსეთის ხელისუფლების გამბედაობა იმ წელს უკრაინისა და საქართველოს ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე უარის თქმამ. მაგრამ მაინც, იმდროინდელი ომი ჯერ კიდევ არ გახდა ისტორია, მთლიანად არ ჩაჰბარებია წარსულ. ამიტომ, იმაზე მეტი საუბარია საჭირო, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ვიდრე მომხდარზე.

იმდროინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე კავკასიის ამ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ის გაყინულია. მხოლოდ ახლა დაიწყო მსოფლიომ გააცნობიეროს რეალური, ეფექტური ინსტრუმენტების საჭიროება ასეთი აგრესიების აღსაკვეთად და ნებისმიერი აგრესორის პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა