თეგებით ძიება
09. 08. 2022 მსოფლიო

უკრაინის მთავარმა ჯამბაზმა, რუსეთის მთელი მოსახლეობის პასუხისგებაში მიცემა შესთავაზა დასავლეთს, მსგავსი იდეის განხორციელება ერთან მიმართებაში, ჰიტლერმა სცადა - დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს, თავიანთ ქვეყნებში, რუსეთის მოქალაქეების შეშვების აკრძალვისკენ მოუწოდა.

"უკრაინის მთავარმა ჯამბაზმა შესთავაზა „რუსეთის მთლიანი მოსახლეობის პასუხისგებაში მიცემა. ბოლოს, მსგავსი იდეის განხორციელება მთლიანი ერის მიმართებაში ადოლფ ჰიტლერმა სცადა. არსებობს კიდევ კითხვები უკრაინის ხელისუფლების ბუნებასთან დაკავშირებით?", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის განცხადებაში დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყნებში შემოსვლა აკრძალონ, და ვინც უკვე გადმოკვეთა რუსეთის საზღვარი, ისინი რუსეთში დააბრუნონ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა