თეგებით ძიება
09. 08. 2022 მსოფლიო

რუსეთის მოსახლეობის 60% მხარს უჭერს კიევზე შეტევას

რუსეთის მოსახლეობის 60% მხარს უჭერს უკრაინის დედაქალაქ კიევზე ახალი შეტევის დაწყებას - ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

კვლევა სოციოლოგიურმა სამსახურმა Russian Field-მა „კომერსანტის“ დაკვეთით ჩაატარა. ამასთანავე, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მისი შედეგები რესპონდენტების რეალურ მოსაზრებას შეიძლება არ ემთხვეოდეს, რადგანაც „რუსეთის მოსახლეობა ამ თემაზე საუბარი ეშინია“.

საერთო ჯამში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებას გამოკითხულთა 69% უჭერს მხარს. 23% წინააღმდეგია და 8%-ს უჭირს პასუხის გაცემა.

ის, რომ სამხედრო ოპერაცია წარმატებით ან ძირითადად წარმატებით მიმდინარეობს, გამოკითხულთა 62% უჭერს მხარს, ხოლო 19 %-ს მიაჩნია, რომ ოპერაცია წარმატებით არ მიმდინარეობს. გამოკითხულ მამაკაცთა 62%-ს საბრძოლო მოქმედებებში პირადად მონაწილეობა არ სურს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა