თეგებით ძიება
09. 08. 2022 მსოფლიო

"უკრაინელი ჯამბაზის შემდეგ კიდევ ერთი ნაცისტური სისულელე რუსეთის მოქალაქეებზე ესტონელმა დეიდამ თქვა“ - დიმიტრი მედვედევი ესტონეთის პრემიერზე

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის სიტყვებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"უკრაინელი ჯამბაზის შემდეგ {ვოლოდიმირ ზელენსკი} კიდევ ერთი ნაცისტური სისულელე რუსეთის მოქალაქეებზე ესტონელმა დეიდამ თქვა: „ევროპაში ვიზიტი პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება“. მინდა, შევახსენო მას სხვა სიტყვები: „ის, რომ შენ თავისუფალი ხარ, შენი დამსახურება კი არა, ჩვენი ნაკლია“, - წერს მედვედევი.


შეგახსენებთ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები უნდა ჩაიკეტოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა