თეგებით ძიება
16. 08. 2022 მსოფლიო

ჯო ბაიდენის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მეუღლე ჯილ ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯილ ბაიდენს მსუბუქი სიმპტომები აქვს.

„15 აგვისტოს კორონავირუსზე რეგულარული ტესტირების შემდეგ, პირველ ლედის გვიან საღამოს დაიწყო გაციების მსგავსი სიმპტომები. მან ისევ უარყოფითი პასუხი მიიღო ანტიგენის სწრაფ ტესტზე, მაგრამ PCR ტესტი დადებითი აღმოჩნდა“, - განაცხადა პირველი ლედის პრესსპიკერმა.

ჯილ ბაიდენი 4-ჯერ არის აცრილი. მას ახლა პაქსლოვიდით მკურნალობენ.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც გადაიტანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა