უკრაინა ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირებას ითხოვს - იხილეთ სია
უკრაინა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის დასანქცირებას ითხოვს.
დასასანქცირებელთა სიაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოხვდა მისი ძმა, ალექსანდრე ივანიშვილიც. ჩამონათვალშია ექსპრემიერის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტატე.
უკრაინის მიერ დაკომპლექტებული საერთაშორისო ექსპერტების სანქციების ეფექტურობის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული 15-კაციანი სია ასე გამოიყურება:
1 - ბიძინა ივანიშვილი;
2 - ალექსანდრე ივანიშვილი;
3 - ქეთევან ხარაიძე;
4 - ირაკლი რუხაძე;
5 - გიორგი კაპანაძე (რიჟა);
6 - უჩა მამაცაშვილი;
7 - ტატე მამაცაშვილი;
8 - ალექსეი პოლტავჩენკო;
9- ვანო ჩხარტიშვილი;
10 - დავით ხიდაშელი;
11 - სულხან პაპაშვილი;
12 - დიმიტრი კორჟაევი;
13 - დიმიტრი ტროიცკი;
14 - ლევან ვასაძე;
15 - ოთარ ფარცხალაძე.