როგორ შეიძლება, საქართველომ სრულად არ დაუჭიროს მხარი უკრაინას, როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობამ არ დაგმოს რუსეთი, როგორც აგრესორი - ბენ ჰოჯესი
ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი საქართველოში აშშ-ის ელჩის მიმართ გარკვეული პოლიტიკოსების კრიტიკულ დამოკიდებულაბეას და იმ ბრალდებებს ეხმაურება, თითქოს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოში ომი სურთ და აცხადებს, რომ ეს არის სრული აბსურდი.
"საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როგორ შეიძლება, საქართველომ სრულად არ დაუჭიროს მხარი უკრაინას, როგორ შეიძლება თქვენმა მთავრობამ არ დაგმოს რუსეთი, როგორც აგრესორი.
კელი დეგნანი არის ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატი, პროფესიონალი და ჩვენ ვამაყობთ მისით. აშშ-ის საელჩოს დადანაშაულება და კრიტიკა სრულიად აბსურდულია. გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა არ გმობს რუსეთს, როგორც აგრესორს. საქართველოს მომავალი მაშინვე გაუმჯობესდება, როგორც კი უკრაინა დაამარცხებს რუსეთს და ვფიქრობ, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ისტორიის სწორ მხარეს დგომა“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.