თეგებით ძიება
15. 09. 2022 მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ჩემოდნებში ბავშვების ცხედრები იპოვეს - ვინ არის ქალი, რომელიც სამხრეთ კორეაში დააკავეს

სამხრეთ კორეაში დააკავეს ქალი ახალი ზელანდიიდან, რომელიც ორი ბავშვის მკვლელობაშია ბრალდებული.

ორი გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი მიტოვებულ ჩემოდნებში უცნობა პირებმა იპოვეს.

სამართალდამცავების თქმით, ცხედრები ჩემოდნებში რამდენიმე წლის განმავლობაში იყო. დაღუპულები 7 და 10 წლისანი იყვნენ.

ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია არის თუ არა 42 წლის ეჭვმიტანილი გარდაცვლილი ბავშვების დედა. ახალი ზელანდიის პოლიციამ სამხრეთ კორეელ კოლეგებს მანამდე უთხრა, რომ ბავშვების დედა შესაძლოა სამხრეთ კორეაში ცხოვრობდეს. მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.

ახალი ზელანდია დაკავებულის ექსტრადირებას ითხოვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა