თეგებით ძიება
26. 09. 2022 მსოფლიო

მობილიზაციის ეფექტი - რუსმა ქალმა, რომელსაც ქმრის მობილიზაციაში გაშვება არ უნდოდა, 4 წლის შვილი მოკლა

რუსეთთში, პერმის მხარეში რუსმა ქალმა, რომლის ქმარმა მობილიზაციის ბარათი მიიღო, საკუთარი შვილი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

ტელეგრემარხზე გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა 4 წლის შვილს დანა გულში ჩაარტყა, შედეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. მოგვიანებით, ექიმებმა ქალის გადარჩენა შეძლეს.

არსებული ცნობით, 2 შვილის მამა 10 წლის წინ მსახურობდა ჯარში, ახლა კი სხვაგან მუშაობდა, თუმცა მობილიზაცია მაინც შეეხო. ცოლს არ უნდოდა ქმრის საომრად გაშვება, ამიტომაც გადადგა ეს სასტიკი ნაბიჯი.

შემთხვევის დროს, ცოლ-ქმარი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები სხვა ქვეყნებში გარბიან, მათ შორისაა საქრთველო.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა