„ მდიდარი ქვეყნებიც კი, ნამდვილი დევნილების შემთხვევაშიც კი, აწესებენ ლიმიტს, რამდენის ატანა შეუძლია ქვეყანას“- ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აუცილებელია ქვეყანაში შემომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ლიმიტის დაწესება.
„რა მაგის პასუხია და მდიდარი ქვეყნებიც კი, ნამდვილი დევნილების შემთხვევაშიც კი, აწესებენ ლიმიტს, რამდენის ატანა შეუძლია ქვეყანას. ითვლიან ფინანსისტები და სხვა დარგების სპეციალისტები, რა შეიძლება იყოს შემოსული ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა. ოპოზიციაშიც არიან გამომთვლელები და მთავრობაში ხომ არიან და არიან. ხოდა საქმით თუ ვერაფერს ცვლით, თეორია მაინც დადეთ. სრულიად პოლიტიკური საფრთეების გარეშე, სულ რომ მტრედების შემოფრენა იყოს, რამდენი მტრედი ეტევა, თორემ როგორც ჩემმა ფრენდმა თქვა, ზმეიკა გაგვისკდება მალეო და როგორც მე მივუგე, პასპორტი გადმოგვვარდებამეთქი, ნიფხავი ვერ დაიჭერს, მეუთხარი. ტემ ბოლე ბამბაზიის, რუბდვაცატიანი“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
რა მაგის პასუხია და მდიდარი ქვეყნებიც კი, ნამდვილი დევნილების შემთხვევაშიც კი, აწესებენ ლიმიტს, რამდენის ატანა შეუძლია...Posted by Natia Panjikidze on Saturday, 1 October 2022