თეგებით ძიება

„ეს კაცი რამდენჯერაც წყალში ჩავიდა, იმდენჯერ დენი არტყამდა, მაგრამ მაინც ამოიყვანაო. ამ კაცის დამსახურებაა იმ ორი ბავშვის გადარჩენა“ - რას წერს მაცაცო კევლიშვილი?

ჟურნალისტი, მაცაცო კევლიშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და თვითმხილველის ნაამბობზე დაყრდნობით წერს.

„ეკო სერვისის თანამშრომელმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამოყვანა ბავშვები აუზიდან.

თვითმხილველი ჰყვება, ეს კაცი რამდენჯერაც წყალში ჩავიდა, იმდენჯერ დენი არტყამდა, მაგრამ მაინც ამოიყვანაო.

ამ კაცის დამსახურებაა იმ ორი ბავშვის გადარჩენა.

არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მადლობა მას, ასეთებზე დგას ქვეყანა.

აქამდე ხმას ვერ ვიღებდი, მეგონა არცერთი უფროსი არ დაეხმარათ", - წერს მაცაცო კევლიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

ეკო სერვისის თანამშრომელმა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამოყვანა ბავშვები აუზიდან.

თვითმხილველი ყვება, ეს კაცი ...Posted by Matsatso Kevlishvili on Thursday, 13 October 2022



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა