„წლების წინ, როცა ვიგრძენი, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით ვითარდებოდა, უარი ვთქვი სტიპენდიაზე“ – ლანა ღოღობერიძე
წლების წინ, როცა ვიგრძენი, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით ვითარდებოდა, უარი ვთქვი სტიპენდიაზე, – აღნიშნულის შესახებ კინორეჟისორმა, ლანა ღოღობერიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ხელოვნებამ მისცა სწორედ ქართველ ერს ის ენერგია, რომელიც გვაერთიანებს.
„დიქტატურა წარმავალია, ხელოვნება კი უკვდავი. ქართველებს საოცარი, თანდაყოლილი არტისტიზმი გვაქვს. ხელოვნებამ მისცა სწორედ ქართველ ერს ის ენერგია, რომელიც გვაერთიანებს. ასევე პირველად მინდა საჯაროდ ვთქვა, ასეთი რამ…წლების წინ, როცა ვიგრძენი, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით ვითარდებოდა, უარი ვთქვი სტიპენდიაზე“, – ამბობს ლანა ღოღობერიძე.