"ეს სადისტი... სტუდიიდან სიცილ-ხარხარით იუწყება ვაკის პარკში გოგონას ტრაგიკუკლ დაღუპვის შესახებ..." – რას წერს თამაზ ჭეიშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტზე?
პუბლიცისტი, თამაზ ჭეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ქეთი ციცქიშვილი პირდაპირი ეთერის დროს იცინის.
"აი ეს სადისტი, ტელეკომპანია,,მთავარი,,,-ს ტელეწამყვანია. ის სტუდიიდან სიცილ-ხარხარით იუწყება ვაკის პარკში გოგონას ტრაგიკუკლ დაღუპვის შესახებ და მოუწოდებს საზოგადოებას შეიკრიბონ მერიის წინ პიკეტირების ნოსაწყობად!
მოგიწოდებთ,თქვენი კომენტარებით მოითხოვოთ სამუდამოდ აეკრძალოს ამ ნაძირალას ჟურნალისტობა,ხოლო ტელეკომპანია,,მთავრი,,-ს დაეკისროს ჯარიმა და საჯაროდ ბოდიშის მოხდა,მგლოვიარე ოჯახის და ტელემაყურებელთა გრძნობების აბუჩად აგდებისთვის!
თამაზ ჭეიშვილი,საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი.
17.10.2022.თბილიასი", – წერს ჭეიშვილი.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში არსებულ ახალრეაბილიტირებულ შადრევანში ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა. დღეს თბილისის მერისთან დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით დილიდან აქცია მიმდინარეობს.