თეგებით ძიება
18. 10. 2022 მსოფლიო

კანადა თინა კანდელაკს ასანქცირებს - რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?

კანადა კრემლის პროპაგანდისტებს, 34 ადამიანს და ერთ ტელეკომპანიას ასანქცირებს. სანქცირებულთა შორის ქართული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი, თინა კანდელაკიცაა.

ოფიციალური ოტავას გადაწყვეტილების მიზეზი, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაა.

სანქირებულთა შორის ასევე არიან მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი, გამოცემა "მოსკოვსკი კომსომოლეცის" მთავარ რედაქტორი და მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე, პაველ გუსევი.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ეს პირები ცდილობენ, ანექსიის მცდელობა გაამართლონ და ამიტომ მათ კანადასთან ურთიერთობას აუკრძალავენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა