თეგებით ძიება

მეტი ვინღა უნდა თქვას, რომ არ ვარგა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ? - გოგა ჩანადირი

რა საჭიროა ან ეს კანონი, ან ეს სიჯიუტე, ან ეს პოლიტიკური დაძაბულობა? - ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

მეტი ვინღა უნდა თქვას, რომ არ ვარგა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ?

აგერ, ვენეციის კომისიამაც თქვა, რომ კანონი არ ვარგა.

მას რომ მიკერძოებას დასწამებ, აცდენილი ხარ სინამდვილეს.

ეს კანონი არ მოსწონს საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე, ნახევარს.

არ მოსწონს ევროკავშირს.

არ მოსწონს ნატოს.

არ მოსწონს აშშ-ს.

არ მოსწონს ჩვენს არც ერთ მოკავშირეს.

არ მოსწონს არავის, ვინც წლებია საქართველოს ეხმარება მრავალ საკითხში, მათ შორის არაღიარების პოლიტიკაში.

მოსწონს მხოლოდ რუსეთს.

ჯიუტად გაიძახით, არგუმენტებიო. მეტი რა არგუმენტი გინდათ, რომ დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს, ევროპული არჩევანის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს, ურთიერთობებს აფუჭებს. კანცლერმა შოლცმა და პრეზიდენტმა მაკრონმა გითხრეს, რომ გზას აცდით.

რა საჭიროა ან ეს კანონი, ან ეს სიჯიუტე, ან ეს პოლიტიკური დაძაბულობა? - წერს გოგა ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა