თეგებით ძიება

საპრასიის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საპრასიის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„სსიპ შოთა ხურციძის სახელობის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის თანამშრომლები , ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ყოფილი კოლეგის, დაწყებითი კლასების მასწავლებლის, ავთანდილ ხურციძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

ავთო მასწავლებელი ისეთ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებოდა , რომელთა ცხოვრება, განვლილი გზა , ღიმილი, სიყვარული ჩამქრალ შუკას ანათებს და მოგონებებს განსაკუთრებულ სხივს სძენს. ის მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა მომავალი თაობების აღზრდა - განათლებას. ჩვენ ყოველთვის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გავიხსენებთ ყველასათვის საყვარელ , თბილ, მზრუნველ საუკეთესო კოლეგას და მეგობარს , ჩვენს ავთო მასწავლებელს ....

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი, იქ სადაც მართალნი განისვენებენ...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა