თეგებით ძიება

ბათუმში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

ბათუმში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, დაკავებულია ათამდე პირი, მათ შორის, აქციის მონაწილეები - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია, ასევე - პარტია "გახარია საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი მათე ცენტერაძე და სხვები.

დაკავება საპროტესტო მსვლელობის დროს დაიწყო, როცა ერთ-ერთი მონაწილე თამთა აბულაძე დააკავეს. აქციის მონაწილეთა თქმით, თამთა აბულაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით - "გაიფიცე".

პირველი დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით, სადაც სხვა პირებიც დააკავეს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ასფალტზე სტიკერების გაკვრისა და შეკითხვების გამო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა