ამერიკა მხარს უჭერს ქართველი ხალხის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას! - ჯო უილსონი
ამერიკა მხარს უჭერს ქართველი ხალხის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ძალიან შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც დრაკონული კანონებისა და თვითნებური დაპატიმრებების მიუხედავად აგრძელებს ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს. ამერიკა მხარს უჭერს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მათ მოთხოვნას!” - წერს უილსონი.
ამასთან, ჯო უილსონი დონალდ ტრამპის მიერ 9 იანვარს პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ვენესუელელი დემოკრატიული აქტივისტი მარია კორინა მაჩადო და პრეზიდენტად არჩეული გონსალესი მშვიდობიანად გამოხატავენ თავიანთ ხმასა და ვენესუელელი ხალხის ნებას, ხოლო ასობით ათასი ადამიანი რეჟიმის წინააღმდეგ მართავს დემონსტრაციებს”.
"გეთანხმებით, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, მადუროს რეჟიმი და ივანიშვილის რეჟიმი ორივე არალეგიტიმურია!"- წერს უილსონი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა 9 იანვარს პლატფორმა Truth Social-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ “ვენესუელელი დემოკრატიული აქტივისტი მარია კორინა მაჩადო და პრეზიდენტად არჩეული გონსალესი მშვიდობიანად გამოხატავენ თავიანთ ხმასა და ვენესუელელი ხალხის ნებას, ხოლო ასობით ათასი ადამიანი რეჟიმის წინააღმდეგ მართავს დემონსტრაციებს” და ხაზი გაუსვა, რომ “ეს თავისუფლებისთვის მებრძოლები არ უნდა დაშავდნენ, უნდა დარჩნენ უსაფრთხოდ და ცოცხლები”.