თეგებით ძიება
21. 05. 2024 მსოფლიო

ჩვენ ამ და მომავალ არჩევნებში ომსა და მშვიდობას შორის ვაკეთებთ არჩევანს - ბულგარეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომზე

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა რუსეთზე უკრაინის გამარჯვება შეუძლებლად შეაფასა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV-ი ავრცელებს.

„ყოველი დღე, როდესაც ეს ომი გრძელდება, დამღუპველია უკრაინისთვის, რუსეთისა და ყველა ჩვენგანისთვის. ეს აუცილებლად აისახება ყველა არჩევნებზე - ევროპაში, აშშ-ში და ყველგან მსოფლიოში. ჩვენ ამ და მომავალ არჩევნებში ომსა და მშვიდობას შორის ვირჩევთ. ყველა მოქალაქე ვალდებულია ეს გაიგოს“, - აღნიშნა ბულგარეთის პრეზიდენტმა.

„დაუშვებელია ომის გაგრძელება და [უკრაინის] რუსეთზე შეუძლებელი გამარჯვება ერთადერთ გამოსავალად წარმოჩენა“, - დასძინა რუმენ რადევმა.

„რადიკალიზებული ფანატიკოსის მიერ ევროპელი პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობა, მშვიდობის მხარდაჭერის გამო, მიუთითებს განსხვავებული აზრისა და სიძულვილის ამ ფესვგადგმულ შეუწყნარებლობაზე. ბევრმა პოლიტიკოსმა, პარტიამ და მედიამ ამაში წვლილი შეიტანა ყველა განსხვავებული ხმის პრორუსულად წარმოჩენით, რაც უკიდურესად უსამართლოა და იწვევს ყველა ამ უარყოფით შედეგებს“, - დასძინა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა