თეგებით ძიება

"ვინ იკვლევს რომლებია აგრესიულები? აგრესიულ ჯიშებში შედიან: კანე კორსო, ასე მოდაში როა, ჰასკი, ჩაუჩაუ და პუდელიც" - რას წერს გიგა ნასარიძე კანონპროექტზე?

იუმორისტი და სამოქალაქო აქტვისტი, გიგა ნასარიძე კანონპროექტზე საუბრობს, რომელიც თანახმად, საქართველოში კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება შესაძლოა აიკრძალოს.

"ძაღლის აგრესიული ჯიშები ავკრაძალოთო და ვინ იკვლევს რომლებია აგრესიულები? სხვადსხვა წყაროების მიხედვით ყველაზე აგრესიულ ჯიშებში შედიან: გერმანული მეცხვარე ( ჩვენში რო ავჩალკას ეძახიან ), კანე კორსო, ასე მოდაში როა, ჰასკი, ჩაუჩაუ და პუდელიც კი (პიტბულები, სტაფები და ბულტერიერებიც არიან დობერმანებთან და როტვეილერებთან ერთად, კი) ჰოდა, რაღა დარჩა?", - წერს ნასარიძე.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველოში კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება ქვეყანაში აიკრძალოს, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს. კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა