თეგებით ძიება

„საქართველოს უკვე ჰყავს დედა და შვილები, ახლა საჭიროა მამაც გამოჩნდეს“ - გია ხუხაშვილი

ახალგაზრდობა და საქართველოს პრეზიდენტი. ანუ საქართველოს უკვე ჰყავს დედა და შვილები. ახლა საჭიროა მამაც გამოჩნდეს და ესეც შენი მომავლის ევროპული ოჯახი… - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

დღეს პოლიტიკურ ველზე მთავარი მოთამაშეები არიან ჩვენი სასახელო ახალგაზრდობა და საქართველოს პრეზიდენტი.

ანუ საქართველოს უკვე ჰყავს დედა და შვილები. ახლა საჭიროა მამაც გამოჩნდეს და ესეც შენი მომავლის ევროპული ოჯახი… - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.

"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა