თეგებით ძიება

"ნელკა მისულა ლელკასთან... დედა, აგი რა "დურაა"...შენც ახლა ნაომი ქემპბელი არ მყავდე..." - რას ამბობს ზალიკო ბერგერი ნელი დოროყაშვილზე? (ვიდეო)

დიზაინერი, ზალიკო ბერგერი მოდელ ნელი დოროყაშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

"დედა, აგი რა "დურაა"...ვაიმე, თან, რა სამსახური გქონდა, ქალო?! შენც ახლა ნაომი ქემპბელი არ მყავდე...რაც ყველაზე ღადაობაა, ჩემთან გამოდიოდა თურქულ საღამოზე... ნელკა მისულა ლელკასთან, ვითომ არ იცის იმან, ეს რა აფერისტკაა. თან რა სიტყვები უსწავლია ნელკას, ადვოკატური, თან სტილი რომ შეუცვლია. ვითომ არაფერი შემეშალოსო. 400 კვადრატები რომ წაუღია. მე და დემნაზე რომ ატრაკებდი, ეგ მოყევი"- ამბობს ზალიკო ბერგერი.

შეგახსენებთ, რომ ნელი დოროყაშვილი 17 ოქტომბერს სტუმრად იყო გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან", სადაც მან ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან არსებულ კონფლიქტზე და ოჯახურ ძალადობაზე ისაუბრა.

ცნობისთვის, დოროყაშვილი ბასილაშვილს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა