"ოჯახს მოუკვდა შვილი, 13 წლის გოგო და ზარქუამ, ბოდიში, რომ ვერ დავიცავითო, კი არა, ბოდიში ოჯახს, რომ ასეთი სამარცხვინო ოპოზიცია გვყავსო" - თამო კეშელავა
ჟურნალისტი, თამო კეშელავა ვაკის პარკის ტრაგედიისას დაღუპული მარიტა მეფარიშვილის გამო, პოლიტიკურ წრეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და პოლიტიკოსებს, გაჩერებისკენ მოუწოდებს.
"ოჯახს მოუკვდა შვილი, 13 წლის გოგო და ზარქუამ, ბოდიში, რომ ვერ დავიცავითო, კი არა, ბოდიში ოჯახს, რომ ასეთი სამარცხვინო ოპოზიცია გვყავსო.
მართლა ჰგონია, რომ მარიტას ოჯახს შეიძლება ახლა რამე და ვინმე ადარდებდეს მარიტას გარდა?
გაჩერდით, ბიჭო, გაჩერდით", - წერს კეშელავა.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარივილის სიცოცხლე შეეწირა.