ფიზიკური დაპირისპირება დოლიძის ქუჩაზე - გაფიცულ მოქალაქეებს რამდენიმე პირი თავს დაესხა (ვიდეო)
დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა. ასევე ვრცელდება ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება რამდენიმე პირი ფიზიკურად აქციის მონაწილეს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დოლიძის ქუჩაზე მყოფ აქციის მონაწილეებს, საცხოვრებელი კორპუსიდან კვერცხებიც დაუშინეს.
ცნობისთვის, საქართველოში ლოზუნგით - „იფიცება საქართველო!“ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა.