თეგებით ძიება
28. 10. 2022 მსოფლიო

"ეს არის ტერორიზმის ოფიციალური აღიარება" - პოდოლიაკი რუსეთთან მოლაპარაკებას გამორიცხავს

უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთთან მოლაპარაკება გამორიცხულია.

"ფანტასტიკურია. კრემლმა პირდაპირ მედვედევის მეშვეობით განაცხადა: ჩვენ გავანადგურებთ უკრაინის ენერგეტიკულ სისტემას და დავატერორებთ მილიონობით ადამიანს, სანამ უკრაინა არ დათანხმდება დანებებას. ფაქტობრივად, ეს არის ტერორიზმის ოფიციალური აღიარება სახელმწიფო დონეზე.

რა სახის მოლაპარაკებები შეიძლება განიხილებოდეს აქ? ვისთან ერთად?“ - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა