თეგებით ძიება
31. 10. 2022 მსოფლიო

"ევროპელო მეგობრებო, როგორ ხართ? კითხულობთ ტვიტებს? სვამთ ყავას? გსურთ გაიგოთ, როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს? ჩადით ცივ სარდაფში" - უკრაინის პირევლი ლედი ევროპელ ლიდერებს მიმართავს

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში ევროპელ ლიდერებს მიმართავს და აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომს საშინელი შედეგი აქვს.

"დილა მშვიდობისა ევროპელო მეგობრებო! როგორ ხართ? კითხულობთ ტვიტებს? სვამთ ყავას? გსურთ გაიგოთ, როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს? ჩადით ცივ სარდაფში რამდენიმე საათით: თბილი ჭიქის ნაცვლად ფანრით და დენის ბანკით, ისე, რომ წარმოდგენა არ გქონდეთ, როდის აღდგება ელექტროენერგია.

რუსმა ტერორისტებმა თავიანთი "სამუშაო კვირა" ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო თავდასხმებით დაიწყეს, თუმცა ჩვენ მყარად ვდგავართ და იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ყველა ადამიანმა დილა სითბოთი და უსაფრთხოებით დაიწყო. დაწერეთ თუ რამეა, სიგნალის მიღებისთანავე გიპასუხებთ", - წერს უკრაინის პირველი ლედი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა