"ხულოელის კაბა" როგორ თქვიო... რა სიბნელეა ხალხო!“ - დავით გადელია
ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, დავით გადელია მსახიობ თამარ მაყაშვილის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და წერს.
„გავიგებდი ძალიან მაღალინტელექტუალურ თეატრს რომ გამოეგდო მსახიობი - "გოიმური ხუმრობის გამო" მიზეზით (მართლა რაღაც დიდ სისულელეს ყვებოდა, დაჟე სამეზობლოშიც რომ ყველა არ მოუსმენდა ისეთს..), მაგრამ "ხულოელის კაბა" როგორ თქვიო იმ მიზეზით - რა სიბნელეა ხალხო!“ - წერს გადელია.
შეგახსენებთ, რომ გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ერთ-ერთი სტუმარი მსახიობი თამარ მაყაშვილი იყო, რომელმაც მან პირდაპირ ეთერში ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „გავიხედე და კატოს აცვია ხულელი ბავშვით, ეს საშინელი, ბეშუმური კაბა”.
მოგვიანებით, მსახიობმა ნათქვამის გამო ბოდიში მოიხადა. დღეს ცნობილი გახდა ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მაყაშვილი მის მიერ გამოთქმულის გამო, სპექტაკლიდან ჩახსნეს.