თეგებით ძიება
22. 11. 2022 მსოფლიო

რთულია ეპიდემიის კონტროლის სიტუაცია - რამდენი ადამიანი დაიღუპა ჩინეთში, ბოლო 24 საათში?

ჩინეთის დედაქალაქ, პეკინში, ბოლო 24 საათში "კორონავირუსით" სამი გარდაცვალება დაფიქსირდა.

ამასთან, ეპიდვითარების გაუარესების გამო, პარკები და მუზეუმები დაიხურა - BBC- ის ცნობით, ექვსი თვის შემდეგ, კორონავირუსისგან ადამიანების გარდაცველების შემთხვევა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, ორმ გასული დღის განმავლობაში, ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ქალაქ გუანჯოუში და ჩუნცინის მუნიციპალიტეტშია.

რაც შეეხება პეკინს, აქ გასული დღის განმავლობაში, 1 438 შემთხვევა დაფიქსირდა.

პეკინში ჰაიდიანისა და ჩაოიანგის რაიონებში მაღაზიები, სკოლები და რესტორნები უკვე დაკეტეს.

"საშინელი და რთულია ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის სიტუაცია" - ასე აფასებს პეკინის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის მოადგილე შერქმნილ სურათს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა