ერდოღანის განცხადებით, ის მზადაა ბაშარ ასადს შეხვდეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის მზადაა შეხვდეს მის სირიელ კოლეგას ბაშარ ასადს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თურქეთისა და სირიის ურთიერთობების ნორმალიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე გვსურს შევხვდეთ ბაშარ ასადს. ახლა ჩვენ შესაბამის პასუხს მეორე მხარისგან ველით. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მას სურს, რომ ორ მუსლიმანურ ქვეყნებს შორის დამყარდეს „სოლიდარობა და ერთობა“. ის იმედს გამოთქვამს, რომ ამის მიღწევა პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ შესაძლებელი გახდება.
ერდოღანს და ასადს ერთმანეთთან შეხვედრა 13 წელი არ გაუმართავთ.