თეგებით ძიება

"ფემიციდში ბრალდებულების ტოტალური შეურაცხადად აღიარება და ყველაფრის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დაბრალება არასწორია" - ანა არგანაშვილი

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფემიციდში ბრალდებულების ტოტალური შეურაცხადად აღიარება და ყველაფრის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დაბრალება, საერთოდ არაა ლოგიკური.

"შშმ პირების საწინააღმდეგო რომ არაფერი მაქვს და სულ პირიქით, ეგ გეცოდინებათ.

ფემიციდში ბრალდებულების ტოტალური შეურაცხადად აღიარება და ყველაფრის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დაბრალება, საერთოდ არაა ლოგიკური და ქალთა უფლებების დამცველები არც ისე გულუბრყვილოები ვართ ეს ტრენდი რომ ვერ დავინახოთ.

გამოვიკვლევთ რა ხდება. ადვილი გამოსავალი იპოვა სისტემამ: ”ფსიქიკური პრობლემა ექნება საწყალს თორემ ისე ხომ არ იზამდა” და ამით მოახდინა მენტალური ჯანმრთელობის სტიგმის გაღრმავება. მცდარია ეს მიდგომა", - წერს ანა არგანაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა