თეგებით ძიება
29. 11. 2022 მსოფლიო

რუსეთმა ომში 88 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბი ახალ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს.

"გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 88 380; ტანკი - 2 911; ჯავშანტექნიკა - ​5 866; საარტილერიო სისტემა - 1 901; სარაკეტო სისტემა - 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 209; თვითმფრინავები - 280; ვერტმფრენი - 261", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა