"მარცხი ამაღიარებინეთ-თქო.... მე თუ არ მაჯობეს აუდიტორიაში, ვერავის აჯობებენ გარეთ" - რას წერს არჩილ გამზარდია?
ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში მისი სტუდენტების შესახებ წერს. მისი თქმით, აუდიტორიაში სურს სტუდენტებმა აჯობონ.
"სტუდენტებს ვეუბნები, ისეთი პრეზენტაცია გამიკეთეთ, რომ საკუთარი აზრის შექმნაში თავხედებიც კი იყოთ და რაც გინდა წინააღმდეგობა გაგიწიოთ, მიმიჩინეთ ადგილი და თქვენი გაიტანეთ, მარცხი ამაღიარებინეთ-თქო. მე თუ არ მაჯობეს აუდიტორიაში, ვერავის აჯობებენ გარეთ. პოლიტიკური მარკეტინგის საგანზეა ახლა საუბარი. ვნახოთ, როგორ "ითავხედებენ", - წერს გამზარდია.