თეგებით ძიება

ნუ შემოვლენ პარლამენტში - რამეში მაინც დაუმტკიცონ თავიანთ ამომრჩეველს, რომ სიტყვის პატრონები არიან - ეკა სეფაშვილი ოპოზიციაზე

„თუ არ უნდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლა, რად უნდა ამას ფიცი და მტკიცი - არ შევლენ და ამას ისედაც დავინახავთ“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩეველს მაინც აღარ უნდა გაუცრუოს იმედი და პარლამენტში შეუსვლელობით დაამტკიცოს, რომ სიტყვის პატრონია.

„დაწერონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განცხადება, [რომ არ სურთ პარლამენტში შემოსვლა], ისევე, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს, ([თუმცა, მერე მაინც დაარღვიეს]) და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, გადავწყვეტთ, დავუტოვოთ უფლებამოსილება და მანდატი თუ - შევუწყვიტოთ.

2020 წელსაც ოპოზიციის მხრიდან მსგავსი მოვლენები ვიხილეთ, თუმცა, მაშინ პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა შეძლეს, რადგან ISFED-მა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა და ამაში მათმა უცხოელმა დამკვეთებმაც აუბეს მხარი, კონკრეტულად კი, მაშინდელმა აშშ-ის ელჩმა საქართველოში. მაშინაც ამბობდნენ ოპოზიციონერები, რომ ვინც პარლამენტში შევიდოდა, პუფი იქნებოდა, მაგრამ მერე ყველა პუფი ვიხილეთ საკანონმდებლო ორგანოში. კი ბატონო, დააფიქსირონ ოპოზიციის წევრებმა თავიანთი სურვილი და ნუ შემოვლენ პარლამენტში - რამეში მაინც დაუმტკიცონ თავიანთ ამომრჩეველს, რომ სიტყვის პატრონები არიან, რადგან უკვე ძალიან ბევრჯერ მოატყუეს თავიანთივე ამომრჩევლები“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა