როგორი იქნება ნოემბრის მეორე ნახევარი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვერძი
თუ ფიქრობთ, რომ არ ხართ სწორ გზაზე, ნოემბერი მოგცემთ იმის მტკიცებულებას, რომ არასდროს არის გვიან; შენს ცხოვრებაში ყველაფერი ყოველთვის თავის დროზეა.
პირად ცხოვრებაში ყველაფერი ძველებურადაა, თუმცა პროფესიული საქმიანობა და მუდმივი მოუცლელობა შეიძლება ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე აისახოს და საყვარელ ადამიანთან ჩხუბის მიზეზი გახდეს.
კურო
შენს ცხოვრებაში ბევრი აურზაურია, მაგრამ საბედნიეროდ ნოემბერმა უნდა დაასრულოს ეს ყველაფერი.
ენერგეტიკული პოტენციალი არასტაბილურია, ამიტომ გირჩევთ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი შეიყვაროთ.
ტყუპები
ბოლო დროს ყველაფერი გართულდა თქვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს წინ არ არის ცალსახა პასუხები, 2024 წლის ბოლო რეტროგრადული პერიოდი - რომელიც 25 ნოემბერს დაიწყება, იმედია, აურზაურის დასასრულის დასაწყისი იქნება.
კირჩხიბი
თვის პირველი ნახევარი შესაძლოა დიდი ცვლილებებით იყოს სავსე, საქმე სამსახურის დაკარგვასა და სოფელში გადაცხოვრებას ეხება, მეორე ნახევარში კი უკვე გენიალური ბიზნეს-იდეით აივსებით.
შესაძლოა, ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ, ამიტომ გირჩევთ პრევენციულ მკურნალობას მიმართოთ და თავი დაიზღვიოთ.
ლომი
ნოემბრის პირველი ნახევარი გარშემომყოფებისგან დიდ მხარდაჭერას მოგიტანთ, მეორე ნახევარი კი დავალებებს მოგაყრით, რომელთან დამოუკიდებლად გამკლავება შეუძლებელია, ამიტომ დაეყრდენით მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს.
ქალწული
15 ნოემბერს სატურნი განაახლებს თავის ჩვეულ გზას, რაც უზრუნველყოფს ემოციურ განთავისუფლებას, რომელიც საჭიროა საკუთარი გზის გასახსნელად.
დროა, პირად ცხოვრებას უფრო სერიოზულად მოეკიდოთ. მარტოხელებს შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესო ადამიანს შეხვდნენ და სასიყვარულო ურთიერთობა გააბან. ეს რომანი ქორწილით რომც არ დასრულდეს, ის მაინც დაუვიწყარ მოგონებებს გაჩუქებთ.
სასწორი
ამ თვეში, პლუტონი თხის რქაში გადავა, ასე რომ, ველით, რომ შემსუბუქდება ტვირთი, რომელიც ბოლო დროს დაგაკისრეს - თუნდაც მცირე ხნით.
ბიზნესმენებს, რომლებიც თავისი საქმის გაფართოებას გეგმავენ, უძრავი ქონების სხვადასხვა წარმატებული ტრანზაქცია ელით. ეს შეიძლება იყოს მიწის შეძენა, სამშენებლო სამუშაოების დაწყება და ა.შ.
მორიელი
იყავით უფრო დიპლომატიური, თვე არ იქნება მარტივი, განსაკუთრებით პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბულად ჩაივლის.
ენერგეტიკული პოტენციალი მაღალია, ასე რომ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ეცადეთ, საკუთარ ნერვულ სისტემაზე იზრუნოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ.
მშვილდოსანი
სიფრთხილე და თავშეკავება გმართებთ. სამაგიეროდ თვის პირველი დღეები და დასასრული საკმაოდ წარმატებული იქნება. წარმატებული და ნაყოფიერი თვეა, მაგრამ თავს უნდა გაუფრთხილდეთ და არ უნდა გადაიღალოთ. სამსახურში ვითარება მშვიდი და სტაბილურია, თუმცა პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები გელით. ეს შეიძლება მშობლებთან ან უფროს ნათესავებთან ურთიერთობას ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდებოდეს. ასეა თუ ისე, იძულებული იქნებით პრობლემების აღმოფხვრაზე იზრუნოთ.
უფრო თამამად უნდა იმოქმედოთ, სირთულეები იქნება, თუმცა თუკი შეეცდებით ახალი პოზიტიური საწყისების შეტანას თქვენს ცხოვრებაში, ეს საკმაოდ კარგი სტარტი აღმოჩნდება თქვენთვის.
მერწყული
ითხოვოთ ის, რაც გსურთ. თუ თქვენ გაქვთ ხელფასების გაზრდის სურვილი - მოითხოვეთ. გარისკე ამ თვეში, გახსოვდეთ, რომ ბედი ხელს უწყობს მამაცებს.
თევზები
ფაფუკი ღრუბლებით შექმნილი კოშკიც შეიძლება ჩამოინგრეს, თვის შუა რიცხვებში პროექტებსა და ურთიერთობებში კრახი გელოდებათ, უმჯობესია უსაფრთხო მანძილზე განერიდოთ ყველაფერს, ან უბრალოდ ნაბიჯი არ გადადგათ.