თეგებით ძიება

"კიდევ ერთი მკაფიო დასტური თუ როგორი არაგამჭვირვალეა ევროპარლამენტი" - რას წერს გია აბაშიძე?

ექსპერტი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპარლამენტი არაგამჭვირვალეა.

"კიდევ ერთი მკაფიო დასტური თუ როგორი არაგამჭვირვალეა ევროპარლამენტი, რა მასშტაბის დაფარული ანგარება ტრიალებს და როგორ დათარეშობენ იქ სხვადასხვა არარეგისტრირებული ლობისტები. (ამგვარ ევროპულ ანგარიშებს პერიოდულად ვაქვეყნებ ჩემს FB-კედელზე).

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-ევროკავშირის" [და არა გიგაურის აქაური ნაცკანტორის] ცნობით, ბრიუსელში, უკონტროლოა ლობისტური აქტივობა.
ანგარიშვალდებულების მოთხოვნა ვრცელდება [თუმცა, სუსტად კონტროლდება] მხოლოდ ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების თავმჯდომარეებზე, მომხსენებლებზე და ჩრდილოვან მომხსენებლებზე; ევროპარლამენტის წევრებზე, რომლებსაც ევალებათ პარლამენტის პოზიციის შემუშავება და მოლაპარაკება. ყველა სხვა ევროპარლამენტარი აქვეყნებს თავის შეხვედრებს ნებაყოფლობით საფუძველზე.

ლობირების დიდი ნაწილი ევროკავშირის პოლიტიკისა და კანონების შესახებ, რომელიც მოიცავს ცვლილებებს და მოხსენებების მომზადებას, პარლამენტის ჩინოსნებსა და ევროპარლამენტარების თანაშემწეებს ეკისრებათ, რომლებიც არ ექვემდებარებიან ანგარიშვალდებულების მოთხოვნებს.

„ევროპარლამენტში ლობირების გამჭვირვალობის ორი ძირითადი საკითხია. უწინარესად, არ არსებობს ამ წესებზე ზედამხედველობა-აღსრულება. მეორე საკითხი არის ის, რომ ლობირებაში ჩართული ბევრი სხვა ადამიანია, რომლებზეც არ ვრცელდება რაიმე წესი. მათ შორის არიან პარლამენტში აკრედიტებული თანაშემწეები და პოლიტიკური ჯგუფების მრჩევლები“, - თქვა ვიტორ ტეიშეირამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - ევროკავშირის“ პოლიტიკის უფროსმა ოფიცერმა.
ევროკავშირის ინსტიტუტებმა ლობისტებისთვის დააარსეს „გამჭვირვალობის რეესტრი“ [2019 წ], მაგრამ ეს არ მოითხოვს მათგან ჩაწერონ ინფორმაცია კლიენტების შესახებ, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ და ვის მიმართავენ. შედარებისთვის, აშშ-ში მოქმედებს ლობირების და უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი (FARA) და ის ლობისტებისგან მოითხოვს გაამჟღავნონ თავიანთი კლიენტები და მათთან დადებული კონტრაქტები.

იმავდროულად, ევროკომისია მოითხოვს ევროკომისრებისა და და მაღალჩინოსნებისგან, რომ გაასაჯაროონ თავიანთი შეხვედრები ლობისტებთან და სხვა ინტერეს-ჯგუფებთან. თუმცა, არცერთ ‘ვოჩდოგს’ არ დავალებია ზედამხედველობა იმაზე, იცავენ თუ არა ოფიციალური პირები წესებს", - წერს აბაშიძე.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა